პროექტის აღჭურვილობა და სისტემები

პროექტის აღჭურვილობა
და სისტემები

1- თერმო და ჩრდილის ფარდები

თერმო და ჩრიდლის ფარდები ზაფხულში სათბურს უზრუნვეყოფენ ჩრდილით, ხოლო ზამთარში და ღამით, სათბურს უზრუნველყოფს იდეალური თბოიზოლაციითა და შიდა ატმოსფერული კონტროლით, რაც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას. ალუმინითა და პოლიესტერით დამზადებული ფარდები, გამოიყენება როგორც თერმული და ჩრდილის ფარდები. ალუმინის რეფლქტორიანი ფარდა იხსნება და იკეტება მექანიკურად ან ავტომატურად ძრავისა და ალუმინის გადამცემი პროფილების საშუალებით.

სამუშაო სივრცე : 2განყოფილება ( სათბურის გასწვრივ )
ტიპი : PH 55
სითბოს შენარჩუნება : 58%
დაჩრდილვა : 53%
წონა : 85 გრ/მ2
მუშაობის სისტემა : push-pull
ძრავები : 3 ph. 400 v. უსაფრთხოების ჩამრთველით შესაფერისია ავტომატიზაციისთვის
ვალის მილი : Ø 32 მმ. ფოლადის მილი
მცენარეებისათვის საკიდი ძუ : 2 მმ პოლიესტერი, გამჭვირვალე

2-ცირკულირების ვენტილატორი

ღამით, წვიმიან და ღრუბლიან ამინდში ან ზამთრის თვეებში, როდესაც სათბურის გარეთ ტენიანობა უფრო მაღალია ვიდრე შიგნით და აუცილებელია სათბურის ფანჯრების დახურვა, სათბურში მატულობს ტენიანობა რაც შესაძლოა მცენარეთა დაავადების მიზეზი გახდეს. ცირკულირების ვენტილატორები მნიშვნელოვანია სათბურის ჰაერის კლიმატური ბალანსისა და მაღალი ტენიანობის განაწილებისთვის. ყოველ 300-400 მ2-ე გამოიყენება 1 ც ცირკულირების ვენტილატორი. საჭიროების შემთხვევაში მისი ავტომატურად მართვა შესაძლებელია კომპიუტერის მეშვეობით.

ზომები: დიამეტრი: 530მმ x 400მმ
წონა: 11 კგ
პროპელერი: მეტალი
ძაბვა: 380 V
სიმძლავრე: 0,35 kw/საათი
სიხშირე: 50 Hz
ბრუნვა, სიჩქარე: 1400 rpm
ჰაერის ნაკადი: 5.700 მ3/საათი
აღჭურვილობები: საკიდი ჯაჭვი და გადასაბმელი სამაგრი
სერთიპიკატი: CE სტანდარტებს შეესაბამება

3-მწერებისაგან დამცავი ბადე

დაავადებებისა და ვირუსების გავრცელებისა და გადატანის საწინააღმდეგოდ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ფანჯრებზე მწერების ბადეების დამონატაჟება თავიდანვე გათვალისწინებულ უნდა იქნას პროექტის შედგენისას. რაც აუცილებელია რათა თავიდან ავიცილოთ სათბურში ბუზებისა და მწერების შემოსვლა. ბაზარზე არსებული შიდა და უცხოური სასათბურე მეურნეობების უმეტესობაში ეს სისტემა არ არის მოგვარებული სათანადოდ.როგორც წესი ბადე იხევა ადგილ-ადგილ, უჩნდება მექანიკური დაზიანებები,ბადეში იხლართებიან მწერები.

ფანჯრის დახურვის დროს ხშირად უშლის ხოლმე მწერების საწინააღმდეგო ბადე ფანჯრის სათანადოდ დახურვას ხელს , ამიტომ წვიმის წყალი შედის შიგნით. ჩვენს მიერ ახლად შექმნილი მწერების ბადით აღნიშნული პრობლემა მოგვარენბულ იქნა. მისი მონტაჟი მარტივი და პტაქტიკულია.გარდა ამისა ბადე კარგად არის დაჭიმული დამჭიმი კლიფსების მეშეობით, რაც ხელს უწყობს საუკეთესო ვენტილაციას.

4- მაღალ წნევიანი დატენინების სისტემა

ნისლის წარმოქმნა, დატენიანება და გაგრილება  ხორციელდება  65-70 ბარიანი მაღალი წნევის კერამიკული დგუშის ტუმბოს და Crossfog გამოყენებით. ნისლის კონტროლი ავტომატურად განხორციელდება  კომპიუტერის ავტომატიზაციის გზით, რაც დამოკიდებულია დროის ინტერვალზე, გარემოს ტემპერატურაზე და ტენიანობაზე.  მაღალი წნევის შედეგად  შესხურებული  წყლის ნაწილაკები, შეიწოვება ჰაერში და უზრუნველყოფს საჭირო ტენიანობას. აორთქლების დროს გამოყოფილი ენერგია აგრილებს გარემოს.

ძირითადი ერთეულები

  • მაღალი წნეის ტუმბოები – 100 Bar 9 x 42 ლ/წთ,
  • ელ. ძრავი 380V 50Hz. 9 x 7,5 kW,
  • წნევის რეგულატორი და Baypas
  • მანომეტრი 0-160 Bar.
  • წყლის კონტროლის შესასვლელი სარქველი
  • დაბალი წნევის გამაფრთხილებელი

წყლის ფილტრაციისათვის : 3 x 8 ტონა/საათი  ფილტრის ჯგუბი

  • ფილტრი – 5 მიკრონი.
  • ფილტრი – 20 მიკრონი

ყველა ელექტრული მართვის პანელი შეესაბამება CE სტანდარტებს. ტენიანობისა და ტემპერატურის  მაკონტროლებელი 3 ც ციფრული  მაკონტროლებელი სისტემა ფუნქციონირებს.

ნისლის წარმომქმნელი ხაზები:

  • მილები SS 304 , სამაგრები SS 316 დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან.

~ 270მ. 22×1,5მმ მთავარი ხაზი //  3.000მ. 12×1 მმ  მილი

  • კორპუსი სადაც დადუღებულია უჟანგავი, წყლის შესასხურებელი დეტალები – SS 303 2.620 ც.
  • უჟანგავი წყლის შესასხურებელი დეტალი- ზამბარები No:3, 8,4 ლ/წთ. @ 100 ბარი. 2.650 ც

სასურველი მაჩვენებლები: ტემპერატურა : 27-28ºC, ტენიანობა : % 65-70

საჭირო წყლის დონე : Ph-7, სიხისტე: 3-10 Fr. შეყვანის წნევა: 2-6 Bar.

5-ავტომატურად კონტროლირებადი სარწყავი სისტემა და ფერტიგაცია

სათბური სადაც არის ნიადაგი გამოიყენება 20მმ-იანი  წვეთოვანი სარწყავი სისტემა გამოიყენება.მორწყვა და ფერტიგაცია განხორციელდება ცენტრალური სისტემით. თითოეულ 5 ჰექტარ სათბურს 4 ნაწილად ელ.სარქველების მეშვეობით,  მორწყვის ინტერვალს და წყლის ოდენობას,  სასუქის დოზა, PH და EC დონეები კონტროლირდება კომპიუტერის მეშვეობით ავტომატურად. ფილტრაცია კი ხორციელდება სარწყავი წლის ხარისხსის მიხედვით  ფილტრების კომბინაციით. მორწყვის შუალედის და სარწყავი წყლის ოდენობის, სასუქის დოზირებისა და  PH EC დონეების დასარეგულრებლად გამოიყენება 1 ც ფერტიგაციის აპარატი.

აქვს უჟანგავი ფოლადის კონსტრუქცია და ინჟექტორებს საშუალებით შეუძლია განახორციელოს  დოზირება შემდეგი სახით 4 სასუქი და 1 მჟავა.EC და pH გაზომვები ხდება ავტომატურად სენსორების საშუალებით. განგაშის და უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო მორწყვას და ფერტიგაციას.

6- კლიმატის მართვის ავტომატიზირებული სისტემა

სათბურის გარეთ მონტაჟდება მინი მეტეოროლოგიური სადგური, ხოლო სათბურის შიგნით კი მოთავსდება სენსორები რომელთა წყალობით სათბურის შიგნით და გარეთ  იზომება კლიმატური მონაცემები,(ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის, წვიმის და სინათლის სენსორები)  სავენტილაციო ფანჯრები, გათბობის სისტემა, დატენიანება-გაგრილების სისტემა, დაჩრდილვის სისტემა და ა.შ. ყველა კლიმატი მაკონტროლებელი  ფუნქციები და ყველა პარამეტრი,  შეიძლება ავტომატურად დარეგულირდეს სურვილისამებრ, რომელთა მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს  ცალ-ცალკე. ავტომატიზაცია გააკონტროლებს 2 ან მეტ ერთეულს ცალკე.  აღნიშნული  ავტომატიზაციის სისტემა მოითხოვს ინტენსიურად პარამეტრების  გაზომვას და კონტროლს; სისტემა  შედგება კომპიუტერების, პრინტერების, სენსორებისა და აპარატურისგან, აგრეთვე ელექტრონული სქემებისა და ავტომატიზაციის პროგრამებისაგან.

სისტემა ახდენს რეაგირებას სენსორებისაგან მიღებულ  მონაცემებთან დაკავშირებით და აწარმოებს სტატისტიკას და უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოებას სიგნალიზაციის სისტემის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ინტერნეტის მეშვეობით გამხორციელდეს კონტროლი.  ყველა სისტემის მართვა შესაძლებელია ცენტრალური სისტემისგან დამოუკიდებლად.

7-ნიადაგის გარეშე მცენარეების მოშენება და საფარის გამოყენება

უნიადაგო სათბურებში კულტურების მოსაშენებლად ფართოდ არის გამოყენებული  cocopeat-ის ფირფიტების გამოყენება, რომელიც ინარჩუნებს სითბოს ბალანსა და სტერილურობას. აღნიშნული პროდუქტი გამოირჩევა ტენინაობის მაღალი შენარჩუნებისა და კარგი ვენტილაციის  თვისებით. აგრეთვე ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარებასა და აუმჯობესებს მის ხარისხს.

სადრენაჟე წყალსადენი ღარი გადაჭიმულია სათბურის მთელ სიგრძეზე ერთ მთლიან ნაწილად, რომელიც დამზადებულია რულონის ფორმის ფოლადის ფირფიტისაგან სპეციალური მეტალის საღუნი აპარატის გამოყენებით. ამიტომ არ ვაწყდებით წყლის გადინებისას გამოჟონვის პრობლემებს. გალვანიზირებული ფოლადი კოროზიის მიმართ მდგრადია და გამოირჩევა გამძლეობით.შეკიდული სისტემა აადვილებს მუშაობას სათბურში. ტენიანობის კონტროლისა და მცენარეთა დაავადებების თავიდან აცილების მიზნთ უფრო უსაფრთხოა.  ცივ ამინდებში ნიადაგი ცივდება, შეკიდული სისტემა კი უზრუნველყოფს მცენარეთა განლაგებას მიწის დონიდან საკმაოდ მაღლა და უქმნის იდეალურ გარემოს მცენარეს განვითარებოსათვის.

სადრენაჟო წყლის ღარი უზრუნველყოფს  მცენარეთა ფერგიტაციის შემდეგ გადამუშავების მიზნით  გამონაჟონი სასუქიანი წყლის შგროვებას.  სანიაღვრე  სისტემა,  დამზადებულია სპეციალურად ისე რომ სადრენაჟო წყლის გადმოღვრა ხორციელდება გვერდებიდან  რაც ხელს უშლის მცენარეთა დაავადებების გავრცელებას.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სარეველა ბალახის გავრცელება და სანიტარული პირობების უზრუნველყოფა სათბურზე ძირს გაფენილ უნდა იქნას სპეციალური საფარი.  600×0,6მმ გალვანიზირებული ფირფიტისაგან წარმოებული  ღარი სათბურში ერთ მთლიან ნაწილად არის გამოყენებული. 9.6 მ მანძილის დაშორებით 6 რიგად არის განლაგებული ღარები.

8-ბუნებრივი აირით გათბობის სისტემა (Tube Rail and Rail Heating)

გათბობის სისტემაში,გამოიყნება ვეგეტაციური გათბობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელ სათბურში სითბოს თანაბარ განაწილებას.   სათბურში დარგულ მცენარეთა რიგებს შორის განთვასებულია 50 მმ დიამეტრის ფოლადის მილისგან დამზადებული (tube-rail heating)გათბობის სისტემა რელსებზე, რომელიც უზურნველყოფს თანაბრად სითბოს განაწილებას, მცენარის მოვლას და მაქსიმუმ ამცირებს მოვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სათბურში სითბოს თანაბარი, ხაზოვანი  განაწილებისათვის გამოყენებული იქნება  TSCHELMAN მეთოდი.

სათბურის გათბობის სისტემაში გამოყენებულ იქნება  80 P0PC გეოთერმული ენერგიის რესურსი. თუ გარეთ ატმოსფერული ტემპერატურა იქნა –9 P0PC სათბურში ატმოსფერული ტემპერატურა უნდ აიყოს  16 P0PC .საჭიროა ენერგია, რომელიც უზრუნველყოფს  25 P0PC’ ტემპერატურის  სხვაობას.  ღამით მინიმალური 16 P0PC ტემპერატურა  იდეალურია თანაბარი სუნთქვისა  და მეტაბოლური აქტივობისთვის.თურქეთის კლიმატური პირობების გათვალისწინებით  25 P0PC-იანი სითბოს სხვაობა საკმარისია  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. სათბურის საფარის მასალისა და სითბოს შესანარჩუნებელი და  ჩრდილის ფარდების გამოყენებას მნიშვნელოვანი როლი აქვს რათა დავადგინოთ თუ რა ოდენობის ენერგია და გეოთერმული წყალი  ესაჭიროება სათბურს. ენერგიის ფარდის გამოყენება მნიშვნელოვნად დაზოგავს და ზრდის გეოთერმული პოტენციალის ეფექტურობას.

იმისათვის, რომ ცირკულაციის  ტუმბოებში და გათბობის მილებში არ დაიწყოს კოროზიის პროცესი და არ გაჩნდეს ნადები,  სათბურში გამოყენებულ უნდა იქნას დახურული წრიული სითბოს სისტემა. გათბობას უზრუნველყოფს   სითბური ცირკულაციის საშუალებით ცირკულაციის ტუმბოებისა და სათბურში გამანაწილებელი მილების მეშვეობით , რომელიც შეირჩევა  გეოთერმული სითხის ტიპისა და სიმძლავრის, ქიმიური თვისებებისა და ტემპერატურის შესაბამისად.

როდესაც სათბურის ატმოსფერული ტემპერატურა მიაღწევს მითითებულ დონეს, ცირკულაციის ტუმბოები სითბოს გადამცემ ბლოკში და სითბოს სენსორები გაითიშება, ხოლო ცირკულაცია  სათბურში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში  ცირკულაციის ტუმბოები კვლავ ჩაირთვება ავტომატურად. სისტემას აკონტროლებს კომპიუტერის ავტომატიზაცია.