კონდიცირების ავტომატიზაციის სისტემა

სათბურის გარეთ მონტაჟდება მინი მეტეოროლოგიური სადგური, ხოლო სათბურის შიგნით კი მოთავსდება სენსორები რომელთა წყალობით სათბურის შიგნით და გარეთ  იზომება კლიმატური მონაცემები,(ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის, წვიმის და სინათლის სენსორები)  სავენტილაციო ფანჯრები, გათბობის სისტემა, დატენიანება-გაგრილების სისტემა, დაჩრდილვის სისტემა და ა.შ. ყველა კლიმატი მაკონტროლებელი  ფუნქციები და ყველა პარამეტრი,  შეიძლება ავტომატურად დარეგულირდეს სურვილისამებრ, რომელთა მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს  ცალ-ცალკე. ავტომატიზაცია გააკონტროლებს 2 ან მეტ ერთეულს ცალკე.  აღნიშნული  ავტომატიზაციის სისტემა მოითხოვს ინტენსიურად პარამეტრების  გაზომვას და კონტროლს; სისტემა  შედგება კომპიუტერების, პრინტერების, სენსორებისა და აპარატურისგან, აგრეთვე ელექტრონული სქემებისა და ავტომატიზაციის პროგრამებისაგან.

სისტემა ახდენს რეაგირებას სენსორებისაგან მიღებულ  მონაცემებთან დაკავშირებით და აწარმოებს სტატისტიკას და უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოებას სიგნალიზაციის სისტემის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ინტერნეტის მეშვეობით გამხორციელდეს კონტროლი.  ყველა სისტემის მართვა შესაძლებელია ცენტრალური სისტემისგან დამოუკიდებლად.